პროექტის სახელწოდება: ბრაიტონის ღირსშესანიშნაობანი.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან ბრაიტონის ღირსშესანიშნავ ადგილებს (Brighton Museum, Art Gallery, Sea life centre, Palace Pier, Royal Pavilion, Devil’s Dike).
Brighton Museum
პროექტის აქტუალობა: ღირსშესანიშნაობების როლი ინგლისის თანამედროვე ცხოვრებაში. ისტორიული მხარეების გამოვლინება. მოსწავლეები აქტიურად უნდა ჩაერთონ და მოიძიონ ბრაიტონის საინტერესო და ცნობილი ადგილები. მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევები,აგრეთვე სოციალური უნარ-ჩვევები. მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთთან თანამშრომლობას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მოიძიონ და შეაგროვონ ინფორმაცია ბრაიტონის ღირსშესანიშნაობებზე. ახსნან და ჩამოაყალიბონ მათი ისტორიული მნიშვნელობა. აღწერონ ადგილები და გაიმდიდრონ ლექსიკური მარაგი.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ზემოთ აღნიშნული თემის შესახებ, რითაც განუვითარდებათ მეტყველების, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები, ეცნობიან ღირსშესანიშნავ ადგილებს , სწავლობენ მათ სახელწოდებებს და იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
მოსწავლეთა ასაკი: 13-15 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, კომპიუტერი, რვეული, კალამი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა (ძირთადი აქტივობა):
1. ჯგუფურად დაყოფა.
2. დავალების განაწილება.
3. მოიძიონ ინფორმაცია ბრაიტონის ღირსშესანიშნავ ადგილებზე.
4. მოიპოვონ მისი ამსახველი სურათები და დაასათაურონ ისინი.
5. პროექტს მისცენ საბოლოო სახე და წარადგინონ.
Royal Pavilion
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირი:
საზღვარგარეთის ლიტ-რა. ისტორია.
Brighton Beach
პროექტის ხელმძღვანელი: შორენა გვილავა
Brighton at night
No comments:
Post a Comment